Accessibility links

logo-print

ინგუშეთში მანქანის აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა ინგუშეთში, როცა მილიციამ ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელიც ამის შედეგად აფეთქდა. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მილიციელებმა სროლა დაიწყეს იმის გამო, რომ საეჭვოდ მიიჩნიეს ავტომანქანა, რომელიც მათ ბლოკ-პოსტს უახლოვდებოდა ნაზრანის განაპირას. ოთხივე მსხვერპლი მანქანაში იჯდა.
XS
SM
MD
LG