Accessibility links

ჯარიმები ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევისთვის


საქართველოს კანონში ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” ცვლილებები შედის. ცვლილებები წამლის ფასზე, კერძოდ მის გაიაფებაზე უშუალოდ არ აისახება, მაგრამ გაიზარდება იმ პირებისა და კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, რომლებსაც საქართველოში მედიკამანტები შემოაქვთ და ყიდიან. კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, შენახვა, შეფუთვა და რეალიზება არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოიწვევს მისი 2000 ლარით დაჯარიმებას; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან 3000 ლარით, ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის გასაღებისთვის - 10 000 ლარით.
XS
SM
MD
LG