Accessibility links

logo-print

რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს ავღანეთის საკითხში ნატოსთან უფრო აქტიური თანამშრომლობისაკენ


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა, განაგრძოს ავღანეთში ალიანსის სამხედრო მისიის მხარდაჭერა. მოსკოვში ვიზიტის დროს რასმუსენმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან საუბარში აღნიშნა, რომ ავღანეთში ნატოს მისიის წარუმატებლობა ხელს შეუწყობდა ტერორიზმის საფრთხის გამწვევებას ცენტრალურ აზიასა და რუსეთში. მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოსთან. საერთო საფრთხეებად მან ტერორიზმი და დამნაშავეობა დაასახელა. რასმუსენის ვიზიტი არის ნატოს გენერალური მდივნის პირველი სტუმრობა მოსკოვში მას შემდეგ, რაც უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდა გასული წლის აგვიტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო. დღესვე რასმუსენი მოსკოვში შეხვდა საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს და მოლაპარაკებას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთანაც.
XS
SM
MD
LG