Accessibility links

logo-print

რუმინეთში რევოლუციის მე-20 წლისთავს აღნიშნავენ


რუმინეთში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციის მე-20 წლისთავს აღნიშნავენ. მთავარი ცერემონია იმართება დასავლეთ რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში, სადაც რევოლუციური მოვლენები დაიწყო. ტიმიშოარა მასპინძლობს აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც იხსენებენ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობის პროცესს. კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტები ლეხ ვალენსა და მატიაშ სუროში. მომდევნო დღეებში სემინარები, გამოფენები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება მიეძღვნება 20 წლის წინანდელ მოვლენებს, რომელთაც 1989 წლის 22 დეკემბერს რუმინეთის დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG