Accessibility links

logo-print

ქართველი ექსპერტების სამშვიდობო მისია ცხინვალში


ტირძნისელი მოზარდებისგათავისუფლების თაობაზე 16 დეკემბერს ცხინვალში ქართული არასამთავრობო სექტორის სამკაციანი ჯგუფი პირველად ჩავიდა, მას შემდეგ, რაც შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ ცენტრსა და სეპარატისტულ რეგიონს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენელი მანანა მებუკე და ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ცხინვალში 16 დეკემბერს დილით ჩავიდნენ. ოსი კოლეგების დახმარებით მათ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში მყოფი ორი ტირძნისელი მოზარდი - 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური მოინახულეს. “რომ შევხედეთ, იყვნენ სუფთად ჩაცმულები. შევეკითხეთ, აქვთ თუ არა საშუალება, რომ მიიღონ აბაზანა და როგორ პირობები აქვთ. ძალიან მოწყენილები არიან და თქვეს, რომ ძალიან გვენატრება ჩვენი მშობლები და ძალინ მალე გვინდაო სახლში დაბრუნება,” - უთხრა ცხინვალიდან დაბრუნებულმა მანანა მებუკემ რადიო თავისუფლებას. მოზარდებს ცხინვალის სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 4 ნოემბრიდან იმყოფებიან საპატიმროში, თვითგამოცხადებული საზღვრის უკანონო დარღვევისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდებით. 17 დეკემბერს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი კიდევ ერთხელ ეწვევა, რათა ედუარდ კოკოითის ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების პირობა შეახსენოს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ევროპელ უფლებათადამცველს ჯერ კიდევ 3 დეკემბერს დაჰპირდა, რომ ცხინვალში ტყვეობაში მყოფ 17 წლის ლევან ხმიადაშვილსა და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკურს 12 დეკემბერს გაათავისუფლებდა.
XS
SM
MD
LG