Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა მებუკე


მანანა მებუკე

მანანა მებუკე

17 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა მებუკე, ”ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის” თავმჯდომარე. მან ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. 16 დეკემბერს მანანა მებუკე, პაატა ზაქარეიშვილი და ვახტანგ კომახიძე ცხინვალში ჩავიდნენ. ისინი სახალხო დამცველ დავით სანაკოევსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტისას მთავარი საკითხი ორი ტირძნისელი მოზარდის საკითხის გარკვევა იყო. ცხინვალში ყოფნისას მათ ციხეში მოინახულეს ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური. მანანა მებუკე ამბობს, რომ ისინი ნორმალურ პირობებში არიან, თუმცა, თავისთავად ციხეში ყოფნა მათთვის არის მძიმე და ძალიან ენატრებათ თავიანთი ოჯახის წევრები. წინასწარ დაგეგმვის გარეშე, ცხინვალში ჩასულ ქართველებთან შეხვედრის სურვილი მოულოდნელად ედუარდ კოკოითიმაც გამოთქვა. ამ შეხვედრაზეც, მანანა მებუკეს თქმით, ქართველები მხოლოდ მოზარდების საკითხზე საუბრობდნენ.
XS
SM
MD
LG