Accessibility links

logo-print

კოპენჰაგენის მოლაპარაკებები განახლდა, მაგრამ შესამჩნევი წინსვლის გარეშე


კლიმატის საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილები მთავარ საკითხებზე კვლავინდებურად ვერ თანხმდებიან. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები დავობენ იმის შესახებ, თუ ვინ და რამდენით უნდა შეკვეცოს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა და რა ფინანსური დახმარება უნდა მიიღონ ღარიბმა ქვეყნებმა. უთანხმოების შედეგად ოფიციალური მოლარაკებები 9 საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. დღეს ათობით ქვეყნის ლიდერები შეუერთდებიან მოლაპარაკებებს. მონაწილეები იმედს არ კარგავენ, რომ პარასკევს მოხერხდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პაქტის მიღება.

XS
SM
MD
LG