Accessibility links

პრეზიდენტი სააკაშვილი კოპენჰაგენის სამიტს დაესწრება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიზიტით კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიო კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრება და სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, სამიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მასში მონაწილეობენ მსოფლიო ლიდერები და პრეზიდენტს საშუალება ექნება უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრები გამართოს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიაში ორ დღეს დაჰყოფს.

XS
SM
MD
LG