Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და საფრანგეთი სინანულს გამოთქვამენ ნაურუს მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო


აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებით, ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება არაფერს ნიშნავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის იან კელის განცხადებით, აშშ, ისევე, როგორც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მის შემადგენელ ნაწილად და არა ცალკეულ წარმონაქმნებად მიიჩნევს. აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებითა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საფრანგეთის მიერ შემუშავებული შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები დაიცვან და ვაშინგტონის მსგავსად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარი დაუჭირონ. ნაურუს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების გამო, ოთხშაბათს საღამოს სინანული გამოთქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
XS
SM
MD
LG