Accessibility links

logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო რუსეთთან კომპრომისს არ აპირებს


პრინციპული საკითხების, მათ შორის საქართველოს გამო, ნატო რუსეთთან კომპრომისს არ აპირებს - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მოსკოვს მტრად არ მიიჩნევს და მის საწინააღმდეგოდ არანაირი გეგმა არ გააჩნია. დღესვე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის ინიციატივა ევროპული უსაფრთხოების ახალი შეთანხმების თაობაზე, შესაძლოა, განხილვის საგნად ეუთოს ფარგლებში იქცეს. თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ახალი ხელშეკრულების აუცილებლობა არ არსებობს.
XS
SM
MD
LG