Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის წესით დასჯის ასაკი 12-დან 14-მდე იზრდება


კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანების სასჯელთა შეკრების წესის ჰუმანიზაციას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ შევიდა. აქამდე, 2007 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ისეთი მძიმე დანაშაულებებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, შეიარაღებული თავდასხმა და იარაღის უკანონო მფლობელობა - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 12 წელი იყო. ცვლილების აუცილებლობა 2007 წელს, ოფიციალური განმარტებების თანახმად, განპირობებული იყო 12-14 წლის ასაკის არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდით. სამი წლის წინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვრის 14-დან 12 წლამდე დაწევის ცვლილებამ კანონის ძალა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ხმაურიანი აქციების ფონზე მიიღო. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირებით, საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა - ასეთი იყო მაშინ კანონის ცვლილების შეფასება.
XS
SM
MD
LG