Accessibility links

კლინტონი: აშშ კლიმატის ფონდში 100 მილიარდ დოლარს შეიტანს


ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კლიმატის პრობლემებისადმი მიძღვნილ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის წვლილს შეიტანს ასი მილიარდი დოლარის მოცულობის საერთაშორისო ფონდში, რომლის მიზანია ღატაკ ქვეყნებს დაეხმაროს გლობალური დათბობის პრობლემებთან გამკვლავებაში. დღეს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ათობით სახელმწიფოს მეთაურები ჩავიდნენ საერთაშორისო კონფერენციის უკანასკნელ ორ დღეზე დასასწრებად. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოპენჰაგენში პარასკევს ჩავა.
XS
SM
MD
LG