Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონი საავადმყოფოდან გაწერეს


იტალიის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საავადმყოფო დატოვა. კლინიკაში ის კვირას მოათავსეს, მას შემდეგ რაც მილანში გამართულ პოლიტიკურ შეხვედრაზე მას ახალგაზრდა კაცმა მილანის ტაძრის მცირე ასლის ჩაარტყმით ორი კბილი ჩაუმტვრია და ცხვირი გაუტეხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს „ფსიქიკური აშლილობის ნიშნები“ აღენიშნება. 73 წლის ბერლუსკონიმ საავადმყოფოში 4 დღე დაჰყო. კლინიკიდან გაწერისას მას ლოყა და ცხვირი დოლბანდით ჰქონდა შეხვეული. ოთხშაბათს იტალიის პოლიციამ კიდევ ერთი მამაკაცი დააკავა, რომელიც ბერლუსკონის პალატაში ცდილობდა შეღწევას.
XS
SM
MD
LG