Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი აღარ აპირებს ცხინვალში ჩასვლას


თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
ცხინვალიდან დაბრუნდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას ჰამარბერგი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ქართველი მოზარდების გასათავისუფლებლად. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე ჰამარბერგმა განაცხადა, რომ პატიმრობიდან არასრულწლოვანთა გათავისუფლება დღეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შედეგის მისაღწევად ყველა ზომას მიმართავს.

ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ ჰამარბერგი ერგნეთში შეხვდა დაკავებული მოზარდების ოჯახის წევრებს და ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ის აღარ ჩავა ცხინვალში და ტელეფონით განაგრძობს ამ საკითხზე მოლაპარაკბებს.

როგორც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტროს ვებსაიტზე ვკითხულობთ, დღეს ცხინვალში გაიმართა ჰამარბერგის შეხვედრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან, ედუარდ კოკოითისთან. შეხვედრაზე კოკოითიმ ჰამარბერგს პირობა მისცა, რომ ქართველი მოზარდების გასამართლებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამავე დროს მან ჰამარბერგს უთხრა, რომ ცხინვალი არ დაჰყვება ზეწოლას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და არ აპირებს ამ საკითხზე „ვაჭრობას“.

თომას ჰამარბერგი გამოვიდა მოწოდებით, რომ მხარეებს შორის დაძაბულობის შესასუსტებლად აუცილებელია სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შორის კავშირების გაბმა.
XS
SM
MD
LG