Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი აზერბაიჯანს აკრიტიკებს მედიის შევიწროვების გამო


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აკრიტიკებს აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების მხრივ ვითარების, მისი შეფასებით, გაუარესებას. ევროპარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა მოჰყვა დებატებს აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების საკითხზე. რეზოლუციაში გმობენ ოპოზიციონერი ჟურნალისტების დაპატიმრებას და მოითხოვენ მათს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდებს ასევე, განაახლონ FM სიხშირეების ლიცენზიები რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებლის, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და BBC-თვის.
XS
SM
MD
LG