Accessibility links

logo-print

ბაროზუ მოელის, რომ აშშ ახალი ინიციატივით გამოვა კოპენჰაგენის კონფერენციაზე


ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ახალი ინიციატივით, როცა ხვალ, პარასკევს შეუერთდება კოპენჰაგინის სამიტის მონაწილეებს. დანიის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციაზე მოლაპარაკება ჩიხშია შესული ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო, ქალაქში კი უკვე მრავალ დემონსტრაციაზე გამოთქვეს პროტესტი კონფერენციაზე პროგრესის ნაკლებობის წინააღმდეგ. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა ჩიხიდან გამოიყვანოს მოლაპარაკება ამ საკითხში ლიდერის როლის შესრულებით და გლობალური დათბობის შესაჩერებლად ახალი ზომების მიღების შესახებ პირობის დადებით.
XS
SM
MD
LG