Accessibility links

logo-print

ესპანეთი 511 ჯარისკაცით გაზრდის სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში


ესპანეთის განცხადებით, ის დამატებით 511 ჯარისკაცს გააგზავნის ავღანეთში. შედეგად, 1500-ს გადააჭარბებს ავღანეთში განთავსებული ესპანელი სამხედროების რიცხვი. აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს წევრებს და მოკავშირეებს მოუწოდა ავღანეთში კონტინგენტის გაზრდისაკენ მას შემდეგ, რაც თვითონ გამოაცხადა, რომ დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს.
XS
SM
MD
LG