Accessibility links

logo-print

ობამა და მედვედევი კოპენჰაგენში შეხვდებიან ერთმანეთს


კოპენჰაგენში გრძელდება კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტი. ყველაზე გავლენიანი ქვეყნების ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომლის პროექტიც ითვალისწინებს გლობალური დათბობის შეზღუდვას. პროექტი დღეს განიხილება 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერების მიერ. მოელიან, რომ დღესვე კოპენჰაგენის სამიტზე ჩასული აშშ და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ და შეაფასებენ - რა პროგრესია მიღწეული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში. არ მოელიან, რომ დღეს იქნება შესაძლებელი საბოლოო შეთანხმების მიღწევა ამ დოკუმენტზე. 1991 წლის სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებამ (სტარტი), ორი ქვეყნის ბირთვული არსენალის მნიშვნელოვანი შემცირება მოიტანა, თუმცა მისი მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ამოიწურა. ახალი ხელშეკრულება კი დღემდე არ არის ხელმოწერილი.
XS
SM
MD
LG