აშშ სენატორი აცხადებს, რომ 2002 წლიდან დღემდე ვაშინგტონმა ავღანეთში 23 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მშენებლობისა და განვითარების პროექტებზე. მემორანდუმი თანხის ხარჯვის შესახებ მოამზადა დემოკრატი სენატორის - კლეარ მაკკასკილის ოფისმა. ის ხელმძღვანელობს ქვეკომიტეტს, რომელიც კონტრაქტების განხორციელებას უწევს ზედამხედველობას. ავღანეთში პროექტები ხორციელდებოდა მაგისტრალების მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ურბანული განვითარების სფეროებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯარის მხარდაჭერის კონტრაქტებზე თითქმის 6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რომლიდანაც 1 მილიარდი გაიფლანგა.
ყველაზე პოპულარული
1