Accessibility links

logo-print

რუსეთის განცხადებით, ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებაზე აშშ-თან მოლაპარაკება მალე დასრულდება


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ძალიან ახლოს არიან ცივი ომის დროინდელი ბირთვული არსენალის შემცირების ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასთან. სამინისტროს პრეს-მდივან ანდრეი ნესტერენკოს თქმით, მოსალოდნელია დარჩენილი საკითხების მოგვარება უახლოეს მომავალში, თუ საათებში არა. შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები ცდილობენ, შეიმუშაონ სტრატეგიული შეიარაღების შესახებ 1991 წელს დადებული ხელშეკრულების (START) შემცვლელი დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის ბირთვული არსენალის მკვეთრი შეკვეცა მოჰყვა. სტარტის მოქმედების ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა ისე, რომ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. დღეს უფრო ადრე, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამამ კოპენჰაგენში შეხვდება რუს კოლეგა დმიტრი მედვედევს ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესის განსახილველად.
XS
SM
MD
LG