Accessibility links

H1N1-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 759-მდე გაიზარდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ღორის გრიპით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 759-მდე გაიზარდა, თუმცა, რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათჯერ მეტია. ცენტრის ცნობითვე, ამჟამად მძიმეა რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ღორის გრიპით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას უარყოფს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებით, ღორის გრიპით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
XS
SM
MD
LG