Accessibility links

logo-print

პოლონეთმა დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ათი მოქალაქის მიმართ


პოლონეთის სასამართლომ დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღი საქართველოს ათი მოქალაქის მიმართ, რომლებმაც გერმანიის საზღვართან, მატარებელში მომხდარი ინციდენტისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. ამავე მატარებელში დაკავებული საქართველოს კიდევ 22 მოქალაქე, ძირითადად, ქალები და ბავშვები ვარშავასთან მდებარე ღია საიმიგრაციო ბანაკში მოათავსეს. შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს პოლონეთის პოლიციამ დააკავა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობდნენ და მათივე განცხადებით, მიემართებოდნენ სტრასბურგში, სადაც პოლონეთის ლტოლვილთა ბანაკებში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო უნდა ეჩივლათ. მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ შსს-გან ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაცია მოითხოვა.
XS
SM
MD
LG