Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ დობორჯგინიძე: საქართველო ამიერკავკასიაში მოწინავეა უგზო-უკვლოთა მოძიების საქმეში


ვლადიმერ დობორჯგინიძე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი
ვლადიმერ დობორჯგინიძე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება დატყვევებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და გათავისუფლება-გადაცემის საკითხი. ასეთივე პრობლემა აქტუალური იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, კონკრეტულად კი აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში, რისთვისაც მაშინ საგანგებო სტრუქტურა შეიქმნა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგად 15 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან 236 ადამიანი ცოცხლად გადმოიყვანეს, ხოლო 167 ცხედარი ოჯახის წევრებს დაუბრუნეს. რატომ შეიქმნა აღნიშნული კომისია, რა სირთულეებთან იყო მისი მუშაობა - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სტუდიაში კომისიის წევრი ვლადიმერ დობორჯგინიძე მოვიწვიეთ.
XS
SM
MD
LG