Accessibility links

ობამა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მიმართონ ზომებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მიმართონ ზომებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც ობამამ გლობალური კლიმატის საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, კლიმატზე გლობალური შეთანხმებით ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ყველაფერს, რაც სურს. ობამას თქმით, ამერიკა შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და გააგრძელებს გლობალური დათბობის გამოწვევი გაზის ემისიის შეკვეცას იმისდა მიუხედავად, თუ რა მოხდება კოპენჰაგენში. მანვე სხვა სახელმწიფოებს მოუწოდა ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, როგორ ხდება ემისიების შეკვეცის შემოწმება. ობამას განცხადებით, „უნდა გვქონდეს მექანიზმი იმის შესამოწმებლად, ვასრულებთ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს და ამ ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა გამჭირვალე პროცესად უნდა ვაქციოთ. ამ ზომებმა უნდა უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დამაჯერებელი იქნება და რომ თავს ვართმევთ ერთმანეთის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ასეთი ანგარიშვალდებულების გარეშე, ნებისმიერი შეთანხმება ლიტონსიტყვებიანი ფარატინა ქაღალდი იქნებოდა“. კოპენჰაგენში დღეს უნდა დასრულდეს კლიმატის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, თუმცა შეთანხმების პროექტი ჯერ არ არის წარმოდგენილი. იუწყებიან ასევე შეერთებულ შტატებს ადა ჩინეთს შორის აზრთა სხვაობის შესახებ.
XS
SM
MD
LG