Accessibility links

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმიდან მოიპარეს აბრა "Arbeit macht frei"


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმიდან აბრის "Arbeit macht frei" ("შრომა ათავისუფლებს") მოპარვამ ისრაელში აღშფოთება გამოიწვია. ეს წარწერა ნაცისტების მიერ მესამე რაიხის წლებში 6 მილიონამდე ებრაელის განადგურების ერთგვარ სიმბოლოდ არის მიჩნეული. იერუსალიმში იად ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმის დირექტორმა, ავნერ შალევმა აბრის მოპარვას "ომის გამოცხადება“ უწოდა. ისრაელის ვიცე-პრემიერ სილვან შალომის თქმით, შეურაცხყვეს ადგილი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელოვა აქბვს ებრაელებისთვის. აბრა დღეს დილას გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ არავინაა ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG