Accessibility links

logo-print

კოპენჰაგენის კონფერენციაზე დასკვნითი დოკუმენტის ახალი პროექტი წარმოადგინეს


კლიმატური ცვლილების საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინეს დასკვნითი დოკუმენტის ახალი პროექტი, რომლიდანაც ამოღებულია მითითება 2010 წლის მიწურულზე, როგორც ბოლო ვადაზე ისევთი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მსოფლიოს ლიდერები, შეთანხმების მისაღწევად, სახელდახელო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ობამას პრეს-მდივან რობერტ გიბსის განცხადებით, ობამა დღეს დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს მართავდა ავსტრალიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იაპონიის ლიდერებთან. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ ჩინეთი და რუსეთიც. დღეს უფრო ადრე ობამამ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მიმართონ ზომებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ობამას აზრით, კლიმატზე გლობალური შეთანხმებით ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ყველაფერს, რაც სურს.
XS
SM
MD
LG