Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ახალი წევრები დაამტკიცეს


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში დღეს შვიდი ვაკანსია შეავსო, მათ შორის “მედია კლუბის“ სამი და ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატით. 7 ვაკანტურ თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით 21 კანდიდატიდან შემდეგი პირები შეირჩნენ: გიგა ნასარიძე-შპს ”ფორმულა პლიუსის სცენარისტი”; ნოდარ სარჯველაძე-არასამთავრობო ორგანიზაცია ” ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი; დროებით უმუშევარი ემზარ გოგუაძე;საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი ავთანდილ ანთიძე; კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ლიკა ჩახუნაშვილი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი ნინო დანელია და ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. თხუთმეტკაციან სამეურვეო საბჭოში ახალი წევრების შემატებას მედიაექსპერტები საყურადღებო ძალად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG