Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ და რუსეთი "ძალიან ახლოს" არიან ბირთვულ შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმებასთან


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა და რუსეთი „ძალიან ახლოს“ არიან ბირთვული შეიარაღების შესახებ ვადაგასული ხელშეკრულების შემცვლელი დოკუმენტის გაფორმებასთან. როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან კოპენჰაგენში კერძო მოლაპარაკების შემდეგ, მას სჯერა, რომ დროულად შეთანხმდებიან ახალ ხელშეკრულებაზე, ხოლო მედვედევის განცხადებით, ჯერ არ დასრულებულა ტექნიკური დეტალების შეთანხმებაზე მუშაობა. დოკუმენტის გაფორმების შესაძლო თარიღთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ არც ობამას და არც მედვედევს. დღეს უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ძალიან ახლოს არიან ცივი ომის დროინდელი ბირთვული არსენალის შემცირების ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასთან. შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციები ცდილობენ, შეიმუშაონ სტრატეგიული შეიარაღების შესახებ 1991 წელს დადებული ხელშეკრულების (START) შემცვლელი დოკუმენტი. START-ის მოქმედების ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა ისე, რომ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.
XS
SM
MD
LG