Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი იუწყება ირანიდან ჯარისკაცების შეჭრის შესახებ. თეირანი ამ ცნობას უარყოფს


ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ ალი ალ-ხაფაჯის განცხადებით, დღეს ირანის ჯარისკაცები შეიჭრნენ ერაყის ტერიტორიაზე და დაიკავეს პოზიცია სამხრეთში მდებარე ნავთობის საბადოზე, რომელზეც ირანი პრეტენზიას აცხადებს. თეირანი უარყოფს ამ ცნობას. ალ-ხაფაჯის თქმით, დღევანდელი ინციდენტი იყო ბოლო შემთხვევა ინციდენტების მთელი სერიიდან ნავთობის საბადოზე ფაკაში, რომელიც ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 300-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG