Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ კოპენჰაგენში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია მსოფლიოს უდიდეს განვითარებად ქვეყნებთან


შეერთებული შტატების პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოს უდიდეს განვითარებად ქვეყნებთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია კოპენჰაგენში, კლიმატთთან დაკავშირებულ გაეროს სამიტზე. შეთანხმება მიღწეულია ობამას, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ უენ ჟიაბაოს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანჰომან სინგჰსა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენატ ჯეკობ ზუმას შორის. მანამდე ერთი დღით ადრე სამიტზე მწვავე დაპირისპირება აღინიშნა მდიდარ და განვითარებად ქვეყნებს შორის. ბრაზილიამაც მოიწონა შეთანხმება, რომელიც არ მოუწონებია სამიტის მონაწილე ყველა 193 ქვეყანას. პარასკევს ობამამ განაცხადა, რომ სამიტზე „მნიშვნელოვანი და უპრეცდენტო გარღვევა“ მოხერხდა, მაგრამ მსოფლიო „ბევრად უფრო შორს“ უნდა წავიდეს კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველადო. მისი თქმით, კოპენჰაგენში მიღწეული წინსვლა „საკმარისი არ არის“.
XS
SM
MD
LG