Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის კანდიდატთა ახალი სია წარუდგინა


ავღანეთის მთავრობამ ოფიციალურად წარუდგინა პარლამენტს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კაბინეტის კანდიდატთა ახალი სია. მას მერე, რაც კარზაი ხელახლა იქნა პრეზიდენტად არჩეული სადაო არჩევნების შედეგად, დასავლეთი ზეწოლას ახორციელებს მასზე და მოუწოდებს, გაილაშქროს კორუფციის წინააღმდეგ. კარზაის მიერ წამოყენებულ გუნდში შედის მინისტრთა უდიდესი ნაწილი, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს. მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი აბდულ რაშიდ ვარდაკი, შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰამად ჰანიფ ატმარი და ფინანსთა მინისტრი ჰაზარათ ომარ ზახელვალი. კანდიდატთა შორის არ არიან წიაღისეულისა და ჰაჯის მინისტრები, რომელთაც დიდძალი შეწირულებების მითვისებაში ედებათ ბრალი. პოსტი დაკარგა საგარეო საქმეთა მინისტრმა რანგინ სპანტამაც, თუმცა ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ, ვინ შეცვლის მას. 23-წევრიანი კაბინეტის კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG