Accessibility links

logo-print

ერაყის ჩრდილოეთიდან ნავთობის ექსპორტი შეწყდა მილსადენზე საბოტაჟის გამო


ერაყის ჩრდილოეთიდან ნავთობის ექსპორტი შეჩერდა მას მერე, რაც თურქეთის ნავსადგურ ჯეიჰანისკენ მიმავალ მილსადენზე თავდასხმა მოხდა. ერაყის ნავთობის მინისტრმა, ასემ ჯიჰადმა განაცხადა, რომ მილსადენის ერთი ნაწილი დაზიანდა თავდასხმის შედეგად, რასაც დიდი რაოდენობს ნავთობის დაღვრა მოჰყვა. შემთხdევა ბაღდადიდან 325 კილომეტრში მოხდა. ერაყის ჩრდილოეთიდან ნედლი ნავთობი მთლიანად ჯეიჰანის მილსადენის გავლით იტუმბება. მილსადენზე არაერთი თავდასხმა მოხდა აშშ-ის მეთაურობით ერაყში უცხოეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG