Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ახალ კაბინეტში თავის კანდიდატურებს იცავს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დაიცვა ახალ კაბინეტში თავისი კანდიდატურები და პირობა დადო, რომ ყველა მათგანი ანგარიშვალდებული იქნება კორუპციის ბრძოლის საქმეში. მისი თქმით, დასახელებული 25 კანდიდატიდან, ნახევარი ახლები არიან. ამ ადამიანებს, შეუძლიათ „იმუშაონ, ემსახურონ ხალხს და მიაღწიონ მიზნებს, რომნლიც ავღანელი ხალხისთვის დავისახეთ“, თქვა კარზაიმ ავღანეთის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG