Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს „საქფეთქმშენის“ ტექნიკური დირექტორი


ქუთაისში „დიდების მემორიალის“ დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, დაკავებულია ეჭვმიტანილი, „საქფეთქმშენის“ ტექნიკური დირექტორი, ავთანდილ დარსაველიძე. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა. აფეთქების დროს დროს დაშავებული ორი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად შაბათს ორი ადამიანი - 8 წლის გოგონა და მისი დედა დაიღუპნენ. მემორიალზე, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ასაფეთქებელ სამუშალს "საქფეთქმრეწვი" აწარმოებდა. მომხდართან დაკავშირებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე.
XS
SM
MD
LG