Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ირანის მაღალი რანგის სასულიერო პირი ალი მონთაზერი


ირანის წმინდა ქალაქად მიჩნეულ ყუმში, საკუთარ სახლში, 87 წლის ასაკში, გარდაიცვალა ირანის მაღალი რანგის რელიგიური ლიდერი, სხვაგვარად მოაზროვნე დიდი აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერი. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, „ირნა“ ცნობაში არ მოიხსენიებს მონთაზერის წოდებას, "დიდ აიათოლას", და არც სიკვდილის მიზეზს ასახელებს. მონთაზერი ირანის ისლამური რევოლუციის არქიტექტორი იყო. თავიდან, რევოლუციის ლიდერი, აიათოლა ხომეინი, მას მიიჩნევდა მემკვიდრედ, მაგრამ შემდგომ, ისლამური რესპუბლიკის განვითარების მიმართ კრიტიკის გამო, მონთაზერის მიმართ ხომეინი კეთილგანწყობილი აღარ იყო. მონთაზერი ბრალად სდებდა ქვეყნის რელიგიურ მმართველობას, რომ ისლამის სახელით დიქტატურას წარმართავენ. მონთაზერის ორშაბათს დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG