Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს:“ალიანსი საქართველოსთვის” წევრ ზაზა გოგსაძის სახლში ძებნილი აფარებდა თავს


“15 დეკემბერს პოლიციამ ზაზა გოგსაძის საცხოვრებელ მისამართზე ჩაატარა ძებნილი პირის, ადრე ნასამართლევი ფირუზ მაჩაიძის დაკავების ღონისძიება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მანამდე პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა გოგსაძემ განაცხადა, რომ მის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფირუზ მაჩაიძე იძებნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე (ნარკოტიკების უკანონო მოხმარება). ეჭვმიტანილი დაკავებულია და გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

XS
SM
MD
LG