Accessibility links

logo-print

შსს ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა


”ალიანსის საქართველოსთვის” მიერ 15 დეკემბერს გამოთქმულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრის ზაზა გოგსაძის ბინა სამართალდამცავებმა უკანონოდ გაჩხრიკეს, შსს-მ 5 დღის შემდეგ უპასუხა და განაცხადა, რომ გოგსაძის საცხოვრებელ მისამართზე პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებისთვის ძებნილი ფირუზ მაჩაიძის დაკავების ოპერაცია ჩაატარა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვერცერთი პოლიტიკოსის სახლი კანონდამრღვევის თავშესაფარი ვერ იქნება, დამნაშავის მფარველობას კი - ვერცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ შეძლებს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ”ალიანსის საქართველსოთვის” წევრმა ზაზა გოგსაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ფირუზ მაჩაიძეს საერთოდ არ იცნობს, მის სახლში შეჭრილ სამართალდამცავებს კი - არ უთქვამთ, რომ ძებნილის დაკავებას ცდილობდნენ. გოგსაძის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პოლიციელებმა ჩვენება ორჯერ ჩამოართვეს, თუმცა, მაჩაიძის და მისი ძებნის შესახებ არაფერი უთქვამთ და იმასაც კი ეჭვობდნენ, რომ სახლში შესული პირები შესაძლოა, სამართალდამცავები არც კი ყოფილიყვნენ
XS
SM
MD
LG