Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭო კმაყოფილებას გამოთქვამს ცხინვალში მოზარდების გათავისუფლების გამო


„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალში დაკავებული სამი ქართველი მოზარდის გათავისუფლების ამბავმა კმაყოფილება მომანიჭა“- ასეთი განცხადება გააკეთა დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელინ კალმი-რეიმ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს თომას ჰამარბერგს ქართველ მოზარდთა გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ამავე დროს კალმი-რეიმ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ გათავისუფლებულ იქნენ მსგავს ვითარებაში დაკავებული სხვა ადამიანები, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა ბედი გაირკვეს და რომ აღარასოდეს შეიქმნას მსგავსი ვითარება. „ადამიანის უფლებები - და განსაკუთრებით ბავშვების უფლებები - სრულად უნდა იყოს დაცული რეგიონებში, რომელთაც კონფლიქტი შეეხო,“ ნათქვამია მიშელინ კალმი-კალმი რეის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG