Accessibility links

პოლონეთის პოლიციამ ოსვენციმის მუზეუმიდან მოპარულ აბრას მიაგნო


პოლონეთის პოლიციამ ხუთი პირი დააკავა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმიდან მეტალის აბრის მოპარვის გამო. აბრა წარწერით "Arbeit macht frei" ("შრომა ათავისუფლებს") ოსვენციმიდან ასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე ტყეში, სამ ნაწილად დაჭრილი იპოვეს. ქალაქ კრაკოვის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებს ნასამართლეობის ისტორია აქვთ - თუმცა ნეო-ნაცისტურ ჯგუფებთან მათი კავშირი არ გამოკვეთილა. პარასკევს მომხდარი ქურდობის ფაქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგმეს.
XS
SM
MD
LG