Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავშესაფრის თხოვნით მიმართა კიდევ ერთმა რუსმა ჯარისკაცმა


რუსი ჯარისკაცი დიმიტრი ხრიკევი საქართველოს ხელისუფლებისგან მოქალაქეობას ითხოვს. ხრიკევი დღეს გაიქცა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილიდან, რომელიც სოფელ პერევთან არის დისლოცირებული. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცევის მიზეზად ხრიკევმა გაუსაძლისი პირობები დაასახელა. ამავე მიზეზით, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო ნაწილი ერთი წლის წინ დატოვა სერჟანტმა გლუხოვმა დატოვა, მოგვიანებით მის მაგალითს სერჟანტმა არტემიევმა მიბაძა.
XS
SM
MD
LG