Accessibility links

რასმუსენი ავღანეთში ჩავიდა იქ ნატოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდამდე


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში ჩავიდა, რათა გაეცნოს ალიანსის მზადებას დამატებითი ჯარების მისაღებად. ნატოს ინფორმაციით, ვიზიტი ითვალისწინებს რასმუსენის შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან და ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალთან, გენერალ სტენლი მაკკრისტალთან. 36-მა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მთლიანობაში, დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გააგზავნის ავღანეთში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.
XS
SM
MD
LG