Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხრიპუნისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება 4 თვეში გადაწყდება


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ რუსი მესაზღვრის ვიტალი ხრიპუნის განაცხადის შესწავლა დაიწყო. ხრიპუნისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 4 თვის განმავლობაში გადაწყდება, მანამდე კი - ყოველთვიური ფინანსური დახმარებით ისარგებლებს, მისი საცხოვრებელი ადგილი კი - გასაიდუმლოებული იქნება. ვიტალი ხრიპუნმა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სასაზღვრო ნაწილში მსახურობდა, საქართველოს მთავრობას თავშესაფარი ორშაბათს სთხოვა. სააგენტო რია-ნოვოსტის ხრიპუნმა აცნობა, რომ სოფელ სინაგურში 9 დეკემბრიდან მსახურობდა და სასაზღვრო ნაწილი სარდლობასთან უთანხმოების გამო დატოვა. ვიტალი ხრიპუნი ირწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთში სამსახური არავის სურს და ყველა სამხედრო ორწლიანი ვადის ამოწურვას ელის. რუსი მესაზღვრის განცხადებით, თბილისში ის საკმაოდ კარგად და მეგობრულად მიიღეს.
XS
SM
MD
LG