Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს სტოკჰოლმში წარადგენს


სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დღეს სტოკჰოლმში ჩადის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის წარსადგენად. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებაში ხელს უშლის ის ფაქტი, რომ სერბეთმა ვერ შეძლო ომის დანაშაულში ბრალდებული გენერლის - რატკო მლადიჩის დაკავება. თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადეს, რომ ისინი არ შეაფერხებენ სერბეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას მას შემდეგ, რაც საომარ დანაშაულში გაეროს მთავარმა ბრალმდებელმა განაცხადა, რომ გაეროს ტრიბუნალთან სერბეთის თანამშრომლობაში ”პროგრესია”.
XS
SM
MD
LG