Accessibility links

”აირზენამ” მოსკოვს ავიამიმოსვლის აღდგენის წინადადებით მიმართა


ავიაკომპანია ”აირზენამ” დაადასტურა, რომ მოსკოვს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინადადებით მიმართა. კომპანიის განმარტებით, მიმართვა მას შემდეგ გაიგზავნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ რეისების აღდგენას არ ეწინააღმდეგება. კერძოდ, ”აირზენამ” რუსეთისგან 26 დეკემბრიდან ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა, 5 იანვრიდან კი რეგულარული რეისების აღდგენა ითხოვა. თავის მხრივ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ განიხილავს განაცხადს 10 ჩარტერული ავიარეისის შესახებ, რომელიც საახალწლო დღესასწაულის პერიოდში შესრულდება. შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ინფორმაცია პირველად მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG