Accessibility links

logo-print

ჩოჩიევმა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას მიმართა


პოსტკონფლიქტურ საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა სააგენტო რესს დღეს განუცხადა, რომ სასაზღვრო ნაწილიდან ვიტალი ხრიპუნის გაუჩინარების გამო, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ფორმატით რიგგარეშე შეხვედრის დასანიშნად მიმართა. სააგენტო ინტერპრესნიუსი ევროკავშირის მისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა არა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. ამასთან, მისია განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება საქართველოს მთავრობის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის პრეროგატივაა.
XS
SM
MD
LG