Accessibility links

logo-print

ალან ჯუსოევი საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს


ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. პირველად მან ეს ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წამოაყენა, მაგრამ რუსული საოკუპაციო სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელობისგან და კოკოითის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მისი აზრით, საზღვარი ნახევარი წლის განმავლობაში მთლიანად უნდა ჩაიკეტოს, რომ დადგინდეს მოსახლეობისა და დევნილების ზუსტი რაოდენობა, რაც ბიუჯეტის განსაზღვრისთვის და სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. ჯუსოევის თქმით, ამჟამად მკვიდრი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ახალგორელების ნაწილი ერთდროულად - წეროვანშიც ცხოვრობს და ახალგორშიც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ამჟამად წეროვანში მცხოვრები ახალგორელები დაბაში დაუბრკოლებლად შედიან და კოკოითის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პენსიას და ხელფასს იღებენ.
XS
SM
MD
LG