Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ვერტმფრენმზიდის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის შეძენა სურს


რუსეთმა საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ფრანგული ”მისტრალის” კლასის ვერტმფრენმზიდის და მსგავსი გემების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესაძენად, უახლოეს ხანში შესაძლოა, ტენდერი გამოაცხადოს - ეს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო რია-ნოვოსტიმ გაავრცელა. წყაროს ცნობით, კონსულტაციების შემდეგ, ტენდერში მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის კომპანიები მიიღებენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია საფრანგეთზე, ასევე ნიდერლანდსა და ესპანეთზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, ”მისტრალის” შეძენის თაობაზე რუსეთისა და საფრანგეთის სამუშაო ჯგუფების ამ დროისთვის ბოლო შეხვედრა გასულ კვირაში, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. რუსეთის მიერ საფრანგეთისგან უნივერსალური გემის შეძენის განზრახვის გამო, შეშფოთება გამოთქვეს საქართველომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებამც საგანგებო რეზოლუცია მოამზადეს და ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდეს, რუსეთს შეიარაღების დიდი სისტემები არ მიჰყიდონ.
XS
SM
MD
LG