Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველებს ძეგლს მოსკოვში დაუდგამს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მემორიალს, რომელიც საქართველოში დაანგრიეს, მოსკოვში აღადგენენ. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივას მხარს რუსეთისა და საქართველოს საზოგადოება დაუჭერს. პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთში საკმარისად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სახსრებით მოსკოვში ძეგლს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველებს დაუდგამენ.
XS
SM
MD
LG