Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდების მემორიალის" აფეთქების გამო კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქების გამო, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამართალდამცავებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის თბილისისა და ქუთაისის ბიუროების ხელმძღვანელები უსაფრთხოების ზომების დაცვის პასუხისმგებლები იყვნენ. ტექნიკური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, პროკურატურა კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG