Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ვლადიკავკაზში გაემგზავრა


პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი დღეს ვლადიკავკაზში გაემგზავრა. "შეხვედრები იქნება ქართული, ოსური და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეებში. მოეწყობა შეხვედრა საქართველოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელთან გოჩა ძასოხოვთანაც. დაგეგმილია ასევე შეხვედრა თამაზ აბდულატიპოვთან, რომელიც რუსეთის კავკასიური დიასპორის ხელმძღვანელი და კულტურის უნივერსიტეტის რექტორია", - აცხადებენ მოძრაობაში. მათი ინფორმაციით, "თეთრების" ლიდერი სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს არ შეხვდება. შაშიაშვილი "ქართულ-ოსური დიალოგის" და "კავკასიური დიალოგის" ფორმატში შეხვედრებს, ვლადიკავკაზის გარდა, კიევსა და მინსკშიც გეგმავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს. ოპოზიციონერი ლიდერი მოსკოვში „ედინაია როსიას“ საპარლამენტო ფრაქციასა და პარტიის ხელმძღვანელებს შეხვდება. ამასთან, შეხვედრა დუმისა და მთავრობის წევრებთანაც იგეგმება. ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში, სავარაუდოდ, პარასკევს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG